თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე დღეა ტყის მასივი იწვია, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის ტყეში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გუშინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამ ჰექტარზე გავრცელდა.
ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე-მაშველი, ასევე მობილიზებულია სამი ვერტმფრენი.
სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს.