მსოფლიო დღეს

საზარელი ავარია თურქეთში: დაიღუპა 16 ადამიანი

დაღუპულთა შორის სამი მეხანძრე, ორი მედიკოსი და ორი ჟურნალისტია
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საშინელი ავარია მოხდა თურქეთის სამხრეთით, ქალაქ გაზიანთეფში - ავტობუსის სხვა ავტომობილებთან შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 22 დაშავდა, წერს Sputnik-თურქეთი.
გავრცელებული ინფორმაციით, ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე, ორი მედიკოსი და ორი ჟურნალისტია. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის უცხოელები, ასევე უცნობია ავტობუსის შეჯახების მიზეზი გაჩერებულ მანქანებთან, რომლებშიც ადამიანები იმყოფებოდნენ.