თბილისი, 20 აგვისტო– Sputnik. ბორჯომში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი”.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, დაახლოებით საღამოს შვიდი საათისკენ გაჩნდა. ხანძარი სავარაუდოდ მეხის დაცემამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, რომლებიც ამ დრომდე ცდილობენ ცალკეული კერების დამუშავებას.
რთული რელიეფის მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმესაათიანი სამუშაოების შემდეგ შეძლეს.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“