თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ჩემპიონ ხარკოვის „ჟილსტროი 2"-ს შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა. უკრაინელების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. კოტიამ ანგარიში პირველ წუთებზე გახსნა, შემდეგ კი ხარკოველებმა ტაიმი სამი გოლის სხვაობით მოიგეს – კრავჩუკისა და კალინინას გოლების წყალობით.
მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელი გოგონები კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – 47-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა თეონა ბაქრაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, თამაშის მიწურულს კი ანალოგიურად ეთერ სულაშვილი დაისაჯა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა.
საპასუხო თამაში საქართველოში ერთ კვირაში გაიმართება.