მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

მცირეწლოვანს მაშველები და ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. 6 წლის ბიჭი, რომელსაც მდინარე ცხენისწყალში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არასრულწლოვანი ხობში, მდინარე ცხენისწყალში გუშინ გაუჩინარდა. ის მდინარის ნაპირზე ბაბუასთან და და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.
6 წლის ბავშვის ცხედარი დღეს, გამთენიისას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.