თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქალი, რომელსაც სახლის ყიდვა სურდა ოჯახისთვის, შემთხვევით ათობით მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა მასზე არსებული მრავალი შენობით, იუწყება USA Today.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ქალბატონი 594,5 ათას დოლარად ყიდულობდა ერთ სახლს კომერციული ორგანიზაცია Toll Brothers-სგან. თუმცა დოკუმენტების გაფორმებისას საბუთებში შეცდომით სხვა ტრანზაქციის მონაცემები დააკოპირეს, რის შედეგადაც ქალის მფლობელობაში 87 მიწის ნაკვეთი მოექცა მათზე გაშენებული მრავალი სახლით. და ეს ყველაფერი მიწის ერთი ნაკვეთის ფასად.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ სახლებისა და ნაკვეთების უმეტესობას უკვე ჰყავს სხვა კანონიერი მფლობელები.
ახლა Toll Brothers-ი შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობს, რაც ყველა ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისთვის გადაცემას მოითხოვს, რათა შემდეგ სათითაოდ თავიდან გააფორმოს დოკუმენტიაცია და ქონება მფლობელებს დაუბრუნოს.
როგორც გამოცემა წერს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, დოკუმენტების გაფორმებისას მონაცემების კოპირებით გადატანას ხშირად მოსდევს მსგავსი შეცდომები.
წყარო: USA Today