მდინარე ცხენისწყალში ბავშვს ეძებენ - ვიდეო

მაშველები ბავშვს რამდენიმე საათია ეძებენ.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვი მდინარეზე ბაბუასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ნაპირზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გაუჩინარდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ბავშვს მაშველები უკვე დაახლოებით ოთხი საათია ეძებენ.
წყარო - „მთავარი არხი“