მსოფლიო დღეს

წყლის დეფიციტი: ბრიტანეთში შლანგებით მორწყვა იკრძალება

Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბრიტანულმა წყალმომარაგების კომპანია Thames Water-მა თავის 14 მილიონ მომხმარებელს შლანგებით მორწყვა აუკრძალა მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის ნაკლებობის გამო.
კომპანიის განმარტებით, აკრძალვა 24 აგვისტოდან შედის ძალაში.
როგორც Thames Water-ში აცხადებენ, გვალვის გამო ქვეყნის მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, უახლოეს თვეებში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი.

„დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში რეკორდულად მშრალი ივლისისა და არასაკმარისი ნალექის შემდეგ, ბოლო 12 თვიდან ათი თვის განმავლობაში ჩვენს მდინარეებსა და წყალსაცავები წყლის დონე ნორმალურზე ბევრად დაბალია“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სარწყავად შლანგების გამოყენება აიკრძალა კორნუოლისა და დევონის საგრაფოებში, ასევე ინგლისის უდიდეს საგრაფო იორკშირში,ჰემფშირში, კუნძულ უაიტზე, კენტში, სასექსსა და უელსში.
მსოფლიო დღეს
„როცა დამინახავ, იტირე“: ევროპაში „მშიერი ქვები“ გამოჩნდა
გაზეთ Daily Mail-ის ცნობით, შემაკავებელი ზომები შესაძლოა ქვეყნის 20,5 მილიონ ადამიანს შეეხოს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყლის დონე მნიშვნელოვნად დაეცა ევროპის მთავარ სატრანსპორტო არტერია მდინარე რაინში, ასევე ელბაში. ზოგი ვარაუდით, ევროპის მდინარეებში წყლის დონის ასეთი კლება 500 წელია არ მომხდარა. ანომალიური გვალვის მიზეზად დასახელდა დამბლოკავი ანტიციკლონი, რომელიც დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა და ატლანტიკიდან ჰაერის მასებს კონტინენტის სიღრმეში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.
წყარო: Thames Water