ყვითელი ამბები

ორდღიანი გართობა რანჩოზე და რამდენიმე კაბა - „ბენიფერი“ გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება

Sputnik
ჩვენ უკვე დიდი ხანია ვადევნებთ თვალს 20 წლის შემდეგ ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ტრიუმფალურ დაბრუნებას. რამდენიმე კვირის წინ „ბენიფერმა“ იქორწინა და უამრავი თაყვანისმცემელი იმედგაცრუებული დატოვა მოკრძალებულად გადახდილი ქორწილის გამო. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი გრანდიოზულ ქორწილს მაინც გადაიხდის.
ყვითელი ამბები
ქორწილიდან 3 კვირის შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს
ინსაიდერებმა New York Post-ს არაერთი საინტერესო დეტალი გაუმხილეს „ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილის“ შესახებ. გრანდიოზული ქორწილი ბენ აფლეკის რანჩოზე გაიმართება, რომელიც ჯორჯიის შტატში მდებარეობს.
„სავარაუდოდ, მათი ქორწილი შაბათს გაიმართება და ორდღიანი იქნება, წყვილი დილამდე ცეკვას აპირებს. კვირას კი ბუნებაში პიკნიკიც მოეწყობა. პატარძალი არაერთ კაბას მოირგებს“, – აცხადებენ ინსაიდერები.
ასევე ცნობილი ხდება, თუ რომელი ბრენდის კაბა ეცმება პატარძალს. 53 წლის ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა დაამშვენებს, რომელიც სპეციალურად მისთვის იტალიაში შეიკერა. სტუმრების სიაში მოხვდნენ, მაგალითად, მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, ჯიმი კიმელი, კეისი აფლეკი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი.