ნარვაში საბჭოთა ტანკის ძეგლის დემონტაჟი მოხდა

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საბჭოთა ტანკ T-34-ის ძეგლი, რომელიც რუსეთის მოსაზღვრე ესტონეთის ქალაქ ნარვას შესასვლელთან იდგა, უკვე დემონტირებულია, იუწყება გამოცემა ERR-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ესტონეთის ომის მუზეუმში გადაიტანენ სოფელ ვიიმსიში.
როგორც გამოცემა წერს, ძეგლის დემონტაჟს დაახლოებით სამი საათი დასჭირდა. მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა გზები გადაკეტილი იყო.
მემორიალური ტანკის გადატანის გადაწყვეტილება ნარვის საკრებულოს დეპუტატებმა 7 აგვისტოს დაამტკიცეს. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ძეგლის დემონტაჟის აუცილებლობა ესტონეთში საბჭოთა მემორიალების გარშემო მზარდი დაძაბულობით ახსნა.
კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოთა ძეგლებს რესპუბლიკის მთავრობა პატივისცემით გადაიტანს შესაბამის ადგილებზე.
საბჭოთა ძეგლების გადატანასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ნარვის მერმა კატრი რაიკმა უარი თქვა 2023 წელს რიიგიკოგუში (ესტონეთის პარლამენტში) კენჭისყრაზე. როგორც მან განაცხადა, არ სურს დარბაზში იმ ხალხთან ერთად ყოფნა, ვინც ძეგლების გადატანის გადაწყვეტილებას დათანხმდა.