მსოფლიო დღეს

დედამიწის მოსახლეობამ 8 მლრდ-ს გადააჭარბა: საქართველოს და მსოფლიოს რეალური მონაცემები

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა და დღეისათვის 8.009.783.500-ზე მეტ კაცს შეადგენს, რაც იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამას გაერო პროგნოზირებდა.
მონაცემები გამოქვეყნებულია სერვის Countrymeters-ზე, რომელიც რეალურ დროში ითვლის დედამიწის მოსახლეობას.
სერვისის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში მამაკაცების რაოდენობა (50,5%) უფრო მეტია, ვიდრე ქალებისა (49,5%).
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
ჩინეთი – 1,456 მლრდ-ზე მეტი;
ინდოეთი — 1, 419 მლრდ-ზე მეტი;
აშშ — 336 მლნ-ზე მეტი;
ინდონეზია — 281 მლნ-ზე მეტი;
პაკისტანი — 231 მლნ-ზე მეტი.
საქართველო აღნიშნულ სიაში 132-ე ადგილზეა 3.867.168 კაცით. ამასთან ქვეყანაში მამაკაცების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალებისა: მამაკაცები — 1.821.024 (47,1%), ქალები — 2.046.048 (52,9%).
სერვისის მონაცემებით, დღეს, ამ წუთისთვის, საქართველოში დაიბადა 75 და გარდაიცვალა 63 ადამიანი.
ამ მომენტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაიბადა 33 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 27 ათასზე მეტი კაცი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ლიდერობს რუსეთი – 146.060.429 კაცით.
შემდეგ მოდიან:
თურქეთი – 87.644.313 კაცით;
აზერბაიჯანი – 10.465.410 კაცით;
სომხეთი – 2.988.761 კაცით.
გაეროს მანამდე გამოქვეყნებული პროგნოზით, დედამიწის მოსახლეობას 8 მილიარდი კაცისთვის მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის უნდა მიეღწია.
წყარო: Countrymeters