ყვითელი ამბები

„მოდუნდე და დარჩე ჩვეულებრივი - ეს მართლა განსხვავებული რამეა...“ - თათა გიორგობიანი

Sputnik
„ღამის შოუს ბენდის“ წევრი, მომღერალი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ ადამიანების მიდგომებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ადამიანებმა „პრობლემების მნიშვნელობას უნდა დაუწიონ და არ უნდა გააბუქონ“.
ყვითელი ამბები
„ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო შენი სხეული ისეთი, როგორიც არის“ - თათა გიორგობიანი
მისი აზრით, „ცხოვრებას როგორც თამაშს, ისე უნდა შეხედო და გამოიმუშაო თვითირონიაც“. თათა გიორგობიანი წერს, რომ ადამიანები მარტო ყოფნისგან სიამოვნებას უნდა იღებდნენ, არ უნდა იყვნენ სხვებზე დამოკიდებული და უნდა იგრძნონ საკუთარი მთლიანობა.

„მისწრაფება, რომ იყოთ განსხვავებული, ძალიან ჩვეულებრივი სურვილია. ხოლო მოდუნდე და დარჩე ჩვეულებრივი – ეს მართლა განსხვავებული რამეა. საკუთარ თავს მოუსმინეთ, მიიღეთ სიამოვნება მარტო ყოფნისგან. თქვენი ბედნიერება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვებზე. იგრძენით საკუთარი მთლიანობა. შედეგად თქვენ არ დაელოდებით მოუსვენრად იმას, რომ ვინმე დააკაკუნებს თქვენს კარზე. თუ მოვა, მშვენიერია, არ მოვა და ეგეც კარგია. ცხოვრებისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა აუცილებელი ჯანსაღი ურთიერთობის დასაწყებად“, – წერს თათა გიორგობიანი.