თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უცნობმა მამაკაცმა აშშ-ის კონგრესის შენობასთან რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში, შემდეგ კი თავი მოიკლა, იუწყება კაპიტოლიუმის პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 4:00 საათზე მამაკაცი მანქანით შეეჯახა კონგრესის მახლობლად ბარიერს, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გამოსულმა მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო როდესაც პოლიციის თანამშრომლები მისკენ დაიძრნენ, თავი მოიკლა.
„როგორც ჩანს, მამაკაცს კონგრესის წევრები არ ჰქოლია მიზანში. ისინი ახლა შვებულებაში არიან. ამასთან არ ეტყობა, რომ პოლიციელებმა იარაღი გამოიყენეს“, — განაცხადეს პოლიციაში.
მათი ინფორმაციით, ინციდენტისას ავტომობილის მძღოლის გარდა არავინ დაშავებულა. მამაკაცის მოტივი ამ დროისათვის უცნობია. დაწყებულია გამოძიება.