მსოფლიო დღეს

ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვია

ვიზიტის ფარგლებში იქნება განხილული რეგიონული უსაფრთხოების, ვაჭრობის, ინვესტიციების, მიწოდებების, კლიმატის ცვლილების და სხვა საკითხები
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. შეერთებული შტატების კონგრესმენების დელეგაცია ტაივანს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
სიტუაცია ტაივანის ირგვლივ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გამწვავდა. 1997 წლის შემდეგ ეს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია ტაივანში.
ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც ფაქტობრივად (მაგრამ იურიდიული დადასტურების გარეშე) კუნძულზე აშშ-ის საელჩოს ფუნქციას ასრულებს, დელეგაცია ტაივანის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გეგმავს.
აღნიშნული დიალოგის მიზანია ურთიერთობების ჩამოყალიბება ტაივანსა და ამერიკას შორის. ვიზიტის ფარგლებში იქნება განხილული რეგიონული უსაფრთხოების, ვაჭრობის, ინვესტიციების, მიწოდებების, კლიმატის ცვლილების და სხვა საკითხები, რომლებიც მხარეებისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
ჩინეთი თავის აკვატორიაში სამხედრო წვრთნებს განაგრძობს >>
ტაივანის სრუტეში ნენსი პელოსის ვიზიტი დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა. ჩინეთის არმია ტაივანის სანაპიროსთან მასშტაბურ წვრთნებს მართავს, გარდა ამისა, პეკინმა დააწესა სანქციები ნენსი პელოსის, მისი ნათესავების და ორი ტაივანური ფონდის წინააღმდეგ, ასევე მიიღო სხვა ზომებიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის ვიზიტის შედეგად წარმოშობილ ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ტაიბეის დააკისრა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულს თავის პროვინციად თვლის და ყოველთვის ეწინააღმდეგება ტაიბეის წარმომადგენელთა ნებისმიერ კონტაქტს იმ ქვეყნების მოქმედ, მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ან სამხედრო პირებთან, რომლებთანაც პეკინს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.