თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ისრაელის გუნდთან თბილისში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ წააგო - 68:81.
პირველ მატჩში, რომელიც პარასკევს გაიმართა, ქართველი კალათბურთელები ანგარიშით 96:104 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა. გიორგი შერმადინს 15 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების შემდეგი მატჩი „აკროპოლისის თასზე“ ათენში, მომავალ კვირას გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, თურქეთი და საბერძნეთი იქნებიან.