მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრაგედია ესპანეთში: ფესტივალზე დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულის და 17 დაშავებულის შესახებ
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ესპანეთში, კულიერას მუნიციპალიტეტში (ვალენსიის პროვინცია) Medusa-ს ფესტივალზე სცენის და ზოგიერთი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია, იტყობინება ადგილობრივი სააგენტო Efe.
მანამდე, ძლიერი ქარის გამო სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის და 17 დაშავებულის შესახებ.
„კულიერაში „მედუზას“ ფესტივალზე, სადაც 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კონსტრუქცია ჩამოინგრა", - წერს სააგენტო Twitter-ზე.