თბილისის მეტროს მატარებლები შეცვლილი სქემით მოძრაობენ

თბილისის მერიამ მეტროპოლიტენის მუშაობის განახლებული განრიგი გამოაქვეყნა
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად მოძღაობენ, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.
მგზავრთა მომსახურება შეჩერდა მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მეტროს მეორე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, აღნიშნავენ მერიაში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ„გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის თარიღმა კვლავ გადაიწია: კალაძის განმარტება >>
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.