თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მაშველები აგრძელებენ კიდევ ოთხი ტურისტის ძებნას, რომლებიც თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
სამაშველო ოპერაცია სვანეთში
© Emergency Management Service of Georgia
ცოტა ხნის წინ მაშველებმა ორი დაშავებული ტურისტი აღმოაჩინეს. ვერტმფრენმა ისინი მესტიის კლინიკაში გადაიყვანა.
რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენს წევრებს, დაშავებული ტურისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა, სამმა კი გზა დამოუკიდებლად გააგრძელა, მაგრამ მათთან კავშირი შეწყდა.
სამსახურის ინფორმაციით, სიგნალი SOS 12 აგვისტოს მიიღეს. შეტყობინებაში იყო ნათქვამი, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება ესაჭიროებოდა. ჯგუფის მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სამაშველო ოპერაცია სვანეთში
© Сourtesy of Emergency Management Service of Georgia
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.
საქართველოში სამაშველო ოპერაციებისთვის ვერტმფრენების გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
ორი კვირის წინ გუდაურში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. ავარიის ზუსტი მიზეზები დგინდება.