თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში ასაკოვანი მამაკაცი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ცნობით, 72 წლის მამაკაცი ავტომანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. ასაკოვანი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანის მძღოლი და მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.