მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბათუმიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მის გოგონასთან ელენესთან ერთად არის გადაღებული.
გოგონას ნინი ბადურაშვილს ძალიან ამსგავსებენ – ელენე პატარა ფერიას ჰგავს. მომღერალი 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.
ნინი ბადურაშვილის თქმით, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად. ელენე ახალ წელს შარშანაც მამასთან ერთად შეხვდა. ირაკლი კუტალაძეს სამი წელია, ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და შვილი.