თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 12 აგვისტოს 15:00 საათიდან 13 აგვისტოს 09:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია 12 აგვისტოს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მეტეხის ქუჩის N1-ის მიმდებარედ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
შესაბამისად, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, კაჩინსკის ქუჩის N1-5, ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, მეტეხის, თელავის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, 300 არაგველის, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.