ყვითელი ამბები

„როცა შენი დედამთილი ურჩხულია“ - ფილმი, რომელიც ბენ აფლეკის დედის გამო გაახსენდათ

Sputnik
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენ აფლეკის დედა ახალი რძლით აღფრთოვანებული არ არის, საზოგადოებას ჯენიფერ ლოპესისა და ჯეინ ფონდას ტანდემი გაახსენდა ფილმიდან „როცა შენი დედამთილი ურჩხულია“.
ყვითელი ამბები
ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟმა მომავალი დედინაცვალი „ლამბორჯინით“ ავარიაში მოაყოლა - ვიდეო
84 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეინ ფონდამ გამოცემა Daily Mirror-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ჯენიფერ ლოპესმა მისი კარიერა გადაარჩინა. საუბარია სწორედ ზემოთ აღნიშნულ ფილმზე. ჯეი ლოსთან ერთად შესრულებულმა როლმა ორგზის ოსკაროსანი მსახიობი 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აქტუალური გახადა.

„ჯენიფერ ლოპესთან ფილმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი დაბრუნება იყო კინემატოგრაფიაში. მე მაშინ 65 წლის ვიყავი. ადამიანებმა ჯეი ლოსთვის ნახეს ფილმი და უეცრად მეც ხელახლა აღმომაჩინეს“, – აღნიშნა ჯეინ ფონდამ.

კომედიური მელოდრამა ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებიდან 150 მილიონი დოლარი შემოიტანა.