ცნობილი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგობრის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. როგორც ირკვევა, ქალი მცირეწლოვან ტყუპ შვილთან ერთად მეუღლემ მიატოვა და პარალელურად ქალს ქმრისგან დატოვებული ვალებიც აქვს დაკისრებული.
„მინდა გთხოვოთ ჩემს მეგობარზე, რომელიც ქმარმა მიატოვა წლინახევრის ტყუპით (ტყუპზე სხვანაირად განვიცდი, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ტყუპის გაზრდა). მცირე-მცირე სესხი ააღებინა ყველა ბანკში და გაიქცა. მე რაც შემეძლო, გავაკეთე. ამ აგვისტოში ვერ ვმუშაობ და, შესაბამისად, სათანადოდ ვერ დავეხმარე, ამიტომ დავწერე პოსტი, იქნებ დამიდგეთ გვერდით, აგვისტო-სექტემბერი გადავალახინოთ და დავეხმაროთ მარიამს და მის პატარა ტყუპს. მერე რამეს ვიზამ, სამსახურს და ძიძას ვუშოვი ღვთის წყალობით. თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია, იმდენად ცუდი მდგომარეობაა, დიდი მადლობა წინასწარ, მიყვარხართ“ – დაწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშზე: #GE83BG0000000161197117