მსოფლიო დღეს

ჩინეთი ტაივანთან გასაერთიანებლად ძალისმიერ სცენარზე უარს არ იტყვის

ტაივანის სრუტეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ჩინეთი უარს არ იტყვის ძალისმიერ სცენარზე. თუ ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანება არ გამოვა, პეკინი უფლებას იტოვებს უპასუხოს კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეთა და გარე ძალების პროვოკაციებს, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ „თეთრ წიგნში“.
დოკუმენტი სახელწოდებით „ტაივანის საკითხი და ჩინეთის გაერთიანების საქმე ახალ ეპოქაში“ ერთობლივად მოამზადეს და გამოაქვეყნეს ტაივანის საკითხებზე სახელმწიფო საბჭოს კანცელარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეს-კანცელარიამ. „თეთრი წიგნები“ რეგულარულად ქვეყნდება, რათა სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე პეკინის პოლიტიკის გარკვევა მოხდეს, იუწყება РИА Новости.

„ტაივანის დამოუკიდებლობის მიღწევის მცდელობა კუნძულს კატასტროფის უფსკრულისკენ უბიძგებს და სერიოზულ ზიანს მიაყენებს ტაივანელ თანამემამულეებს. ჩინეთის ერის, მათ შორის ტაივანელი თანამემამულეების საერთო ინტერესების დასაცავად ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ განხეთქილებას და ტაივანის დამოუკიდებლობას, ასევე ხელი შევუწყოთ სამშობლოს მშვიდობიან გაერთიანებას“, – ნათქვამია ტექსტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პეკინი „მზადაა შექმნას ფართო სივრცე მშვიდობიანი გაერთიანებისთვის, მაგრამ ჩვენ არასდროს დავტოვებთ ადგილს ტაივანის დამოუკიდებლობის მისაღწევად სხვადასხვა სეპარატისტული მოღვაწეობისთვის“.
ტაივანის სრუტეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა. 1997 წლის შემდეგ ეს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია ტაივანში.
აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთმა გააფრთხილა, რომ „ცეცხლს ეთამაშება“, დაარწმუნა პეკინი, რომ არ გადაუხვევს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, მაგრამ დისტანცირებულია ვიზიტისგან. აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სპიკერი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულს თავის პროვინციად თვლის და ყოველთვის ეწინააღმდეგება ტაიბეის წარმომადგენელთა ნებისმიერ კონტაქტს იმ ქვეყნების მოქმედ, მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ან სამხედრო პირებთან, რომლებთანაც პეკინს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.