საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს: მამაკაცს 12 ტყვია ესროლეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 12 ტყვია ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი ამ დროისათვის კომოტონის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით გაართულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნული პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.