მსოფლიო დღეს

რუსეთი და ჩინეთი ავიატექნიკის სფეროში თანამშრომლობას ავითარებენ

რუსეთი და ჩინეთი მუშაობდნენ რუსულ–ჩინური ფართოფიუზელაჟური შორი მაგისტრალური სამგზავრო თვითმფრინავი CR-929-ის პროექტზე.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. მოსკოვი და პეკინი ავიატექნიკისა და მისი კომპონენტების სერტიფიკაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას აპირებენ, იუწყება РИА Новости „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.
ჩინურმა და რუსულმა მხარეებმა სამოქალაქო ავიაციისა და სამოქალაქო ავიამშენებლობის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომა გამართეს.
„მხარეებმა საავიაციო ტექნიკისა და მისი კომპონენტების სერტიფიკაციის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებები მონიშნეს. მათ შორისაა რუსულ–ჩინური ერთობლივი პროექტი საავიაციო მრეწველობის სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, რუსეთი და ჩინეთი მუშაობდნენ რუსულ–ჩინური შორი მაგისტრალური სამგზავრო თვითმფრინავი CR-929-ის პროექტზე.
დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის მოვლენების გამო რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. კერძოდ, ევროკავშირმა აკრძალა რუსეთში სამოქალაქო თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება, კომპანიებს დაავალეს კონტრაქტების გაწყვეტა რუსულ ავიაკომპანიებთან. აკრძალვა შეეხო ასევე თვითმფრინავების ტექმომსახურებისა და დაზღვევის სფეროებს. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავებისთვის თავისი ცა დაკეტა.