თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარმოშობით სენაკიდან იყო და საქართველოდან პოლონეთში, სავარაუდოდ, სამუშაოდ იყო წასული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.