ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა და პიტ დევიდსონმა მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. ამ ამბავს სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად გამოეხმაურნენ, თუმცა ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არც კანიე უესტს დაუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი უკვე დიდი ხანია განქორწინდნენ, უესტი კიმ კარდაშიანის ყოფილი შეყვარებულის პიტ დევიდსონის შესახებ სოციალურ ქსელებში დამამცირებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებდა.
სოციალურ ქსელში პოსტების გამო კანიე უესტი კიმის შევიწროებაშიც კი დაადანაშაულეს. კანიე უესტმა პიტ დევიდსონი ოჯახის დანგრევაში არაერთხელ დაადანაშაულა. რამდენიმე თვის წინ კანიემ ძალადობრივი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელშიც პიტ დევიდსონის „მოკვეთილი თავია" ნაჩვენები, რის გამოც სოციალური ქსელის გვერდიც დაუბლოკეს.
კანიე იმის წინააღმდეგიც იყო, რომ პიტ დევისდონს მისი და კიმ კარდაშიანის შვილები გაეცნო. შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს მოუწოდა, სადაც პიტს დაინახავდნენ, მისთვის ეყვირათ.
გასულ პარასკევს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ცხრათვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ამაზე პასუხად კანიე უესტმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: „SKETE დევიდსონი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა". პიტ დევიდსონი მართლაც 28 წლის არის, ხოლო მომღერლის სახელის გადათამაშებით მიღებული სიტყვა SKETE ჟარგონია, რომელსაც დამამცირებელ კონტექსტში იყენებენ.