თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა კარალეთი-გორის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი - ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა. დაშავებულებს სახისა და კიდურების არეში დაჟეჟილობა აღენიშნებათ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.