მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა სოჭში

მოლაპარაკება ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მისი დასრულებისას მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მოლაპარაკებები დასრულდა.

„მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შედეგად მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

შეხვედრის დასაწყისში რუსეთის ლიდერმა „თურქულ ნაკადს“ რუსული გაზით ევროპის მომარაგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერია უწოდა, რისთვისაც პარტნიორები რეგიონში ანკარის მადლიერი უნდა იყვნენ.
ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე მიუთითა რუსეთ-თურქეთის ტვირთბრუნვის ზრდაზე მიმდინარე წლის ხუთ თვეში.

„საკმარისია ითქვას, რომ შარშან ტვირთბრუნვა 57%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კი, მაისის ჩათვლით, ის ორჯერ გაიზარდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების მიმართულებათა სიმრავლეზე ისაუბრა.
„გვაქვს მსხვილი პროექტები. ყველამ იცის ატომური ელექტროსადგური „აკუიუს“ მშენებლობის შესახებ. მაგრამ არის სხვა მიმართულებებიც“, – დასძინა რუსეთის ლიდერმა.
თავის მხრივ, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა შეხვედრაზე ისაუბრა ანკარის გეგმებზე, გადაშალოს ახალი გვერდი ორმხრივ ურთიერთობებში.