ყვითელი ამბები

მამუკა ონაშვილს დღეს დაკრძალავენ

Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. მომღერალ მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა – მდგომარეობა მძიმეა
გამოსვენება 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება.
55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომღერალს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეოკლიპი. იყო პაროდიის თეატრის მსახიობი. მაყურებელი მას კარგად იცნობს „იუმორინას“ სცენიდან. სხვადასხვა დროს იყო არაერთი სატელევიზიო არხის წამყვანი.