რეალითი შოუ Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი 26 წლის მოდელი კენდალ ჯენერი და მისი მეგობარ მამაკაცი, Phoenix Suns-ის წამყვანი მოთამაშე, 25 წლის კალათბურთელი დევინ ბუკერი შერიგდნენ.
წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება იტალიაში, კორტნი კარდაშიანის ქორწილიდან მალევე მიიღო. წყაროების ცნობით, მათ „კარგი დრო გაატარეს", თუმცა დაბრუნების შემდეგ იგრძნეს, რომ ისინი არ იყვნენ ერთ ტალღაზე და ძალიან განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ. ინსაიდერის თქმით, ინიციატივა კენდალისგან იყო.
დევინმა და კენდალმა შეხვედრა 2020 წლის ზაფხულში დაიწყეს, თუმცა ურთიერთობა 2021 წელს, ვალენტინობის დღესასწაულზე გაასაჯაროვეს. წყვილი 2022 წლის ივნისში ერთმანეთს დაშორდა, რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ კი ურთიერთობა კვლავ განაახლეს.
კენდალ ჯენერმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი საზაფხულო არდადეგებს ერთად ატარებს.