ყვითელი ამბები

„ოთხმა ექიმმა გამსინჯა, ვერაფერი მიშველეს...“ - ხატია სიჭინავა მძიმე პერიოდზე

Sputnik
ხატია სიჭინავა ის ადამიანია, რომელიც თავის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ხშირად და ინტენსიურად აფიქსირებს სოციალურ ქსელში. პირად ცხოვრებასა და მის კრიტიკოსებზე ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
ყვითელი ამბები
„გამიდიდდა ტუჩი... ძალიან დიდი დისკომფორტია სიცივესა და სიცხეში“ – ხატია სიჭინავა

„ძირითადად ყველა კომენტარი უსამართლოა, თუმცა ვერ გეტყვით, გული მტკივა ამაზე-მეთქი. შეუმდგარი ხალხი ანთხევს შურსა და ბოღმას, მე კი მათ ვეტყვი, რომ ეს არ მოქმედებს ჩემზე – იმუნიტეტი გამოვიმუშავე ბულინგის მიმართ. ჩემს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მოულოდნელად დამეწყო პანიკური შეტევები. იმდენად საშინელება იყო, ექვსი თვე შეურაცხად ადამიანად გადამაქცია. არავისთან არ მინდოდა კონტაქტი, სულ მეგონა, ცუდად ვიყავი. ოთხმა ექიმმა გამსინჯა, ვერაფერი მიშველეს. ვერც ჩემმა ქმარმა, რომელიც ყოველდღე ლექციებს მიკითხავდა. მოკლედ, პანიკური შეტევების მიზეზი ვერ დაადგინეს, არც არსებობდა. ანალიზებიც კი გავიკეთე. ბოლოს გადავწყვიტე, არაფერი მეშველება-მეთქი, დავითრგუნე, მეგონა ცხოვრება დასრულდა“, – იხსენებს სიჭინავა.

მისი თქმით, ამის შემდეგ მიხვდა, რომ არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, კომენტარი და მოვლენა, რომელმაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს და ვიღაცის ნაბოდვარს მისი ჯანმრთელობა შესწიროს.
„ასე რომ, კიდევ ვამბობ: რაში მაინტერესებს, ვის მოსწონს ჩემი ტუჩი და ვის – არა, მე ის მაინტერესებს, რომ ჩემს შვილებს და ოჯახს ვჭირდები და ვუყვარვარ ასეთიც და ისეთიც. თავს ვერავის შევაყვარებ, როგორიც ვარ, ისეთი ვარ. ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს, ვისაც ვძულვარ, მეც მძულს – ყველაფერი ორმხრივია. ასე ვაგრძელებ ცხოვრებას“, – ამბობს ყოფილი ტელეწამყვანი.