მსოფლიო დღეს

რუსეთი SCO-ს ქვეყნებს საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს

ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
Sputnik
თბილისი, 3აგვისტო – Sputnik. რუსეთი მზადაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრ სახელმწიფოებს სპარსეთის ყურესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტვირთების გადაზიდვისთვის საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობები შესთავაზოს.
აღნიშნული განცხადება ტაშკენტში მიმდინარე SCO-ს ფორუმზე გააკეთა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი ტეკსლერმა, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი".

„რუსეთის რეგიონები მზადაა სპარსეთის ყურეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, ირანში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის წევრი გახდება, ასევე ინდოეთსა და პაკისტანში ტვირთების გადასაზიდად საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობები შესთავაზონ“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა დასავლელ პარტნიორებზე წვდომა „გაიყინა“.
ტეკსლერმა ფორუმის წევრებს შესთავაზა ორგანიზაციის ტერიტორიაზე ერთიანი ლოჯისტიკური ჰაბების პორტალის შექმნა, რომელზეც განთავსდება გამოყენების პირობებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაცია. გუბერნატორის თქმით, ჩელიაბინსკი მზადაა საკუთარ თავზე აიღოს პორტალის შექმნა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ერთიანი პორტალი სჭირდება ბიზნესმენებსაც.
ტაშკენტში SCO-ს წევრი სახელმწიფოების ფორუმი იმართება>>>
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრი სახელმწიფოების მეთაურთა ფორუმი ტაშკენტში 3-4 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა 50-ზე მეტი სპიკერი – რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რეგიონების მეთაურები და დელეგაციის ხელმძღვანელები.
ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.