თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში შევიდა 1.246,5 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1.168 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 52,3%-ით გაიზარდა, ხოლო საერთო ფართობი 3,5%-ით.
2022 წელს აშენებეული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3,2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 5,1 ათასი ნებართვა გასცეს.
გაცემული ნებართვების რაოდენობა, 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, 15,6%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი – 7,9%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,4% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობის ნებართვები გასცეს: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.