დღეს 2022 წლის 3 აგვისტოა, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ემოციებით დატვირთული დღეა. გაძლიერდება კრიტიკული შენიშვნების გამოთქმის სურვილი, თვალშისაცემი გახდება სულ უმნიშვნელო შეცდომაც კი. სჯობს, თავი შეიკავოთ სხვების დარიგებისგან და დღის პოტენციალი მშვიდობიან კალაპოტში მიმართოთ.
ვერძი: დღეს ორი მთავარი კითხვა იტრიალებს თქვენს გონებაში „ვინაა დამნაშავე?" და „რა გავაკეთო?" მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა, შეიძლება, ძალიან რთული იყოს, პირველზე კი არანაირი სირთულე მოსალოდნელი არაა – დამნაშავის მოძებნა ყველაზე ადვილია. ფიქრები იმაზე, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს, თქვენს გონებას მთლიანად დაიპყრობს. დაფიქრდით, იქნებ სჯობს, საკუთარ საქმეებსა და გეგმებს მიხედოთ?
კურო: შესაძლოა, მთელი დღე სხვისი პრობლემების გადაჭრას მოანდომოთ. ამის გამო თქვენი გეგმები და საქმეები უკანა პლანზე გადაიწევს. ამას ერთი დადებითი მომენტი აქვს – შეიძლება ახალი მეგობრები და მოკავშირეები შეიძინოთ, რაც ნამდვილად არაა ცუდი. ხართ ემოციური. ეცადეთ, დახმარება მითითებების გაცემაში და ბრძანებებში არ გადაიზარდოს.
ტყუპი: დღეს შეიძლება თქვენი ორგანიზატორული უნარებით ყველა (და საკუთარი თავიც) გააკვირვოთ. თქვენს სიტყვას უსმენენ, ითვალისწინებენ, სხვების დარწმუნება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ. სხვების დარწმუნების უნარს, რომელიც უზადო ლოგიკითაა გამყარებული, პოზიტიური განწყობა განამტკიცებს. ასეთი „არსენალის" წინაშე გარშემომყოფები ფარხმალს დაყრიან.
კირჩხიბი: დღეს თქვენი დევიზია „ყველაზე მნიშვნელოვანია წესრიგი სახლში". ეს შენობის დასუფთავებას არ ეხება მხოლოდ, არამედ პირადი საქმეების მოწესრიგებასაც. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ განამტკიცოთ უირთიერთობები ახლობლებთან, მოაგვაროთ უთანხმოებები. და რა თქმა უნდა, სახლის კეთილმოწყობაც არ გაწყენთ.
ლომი: თქვენი წარმატების გარანტი დღეს თანამიმდევრულობაა. გონება მკაფიოდ და სწრაფად იმუშავებს, საქმეები შესანიშნავად აეწყობა. გონივრული მსჯელობები საქმეებში დიდ სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, აქ ლოგიკა და გრძნობები ერთმანეთთან მაინცდამაინც ვერ თავსდება, ამიტომ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მოწყენილობისგან მთქნარება არ აუტყდეს.
ქალწული: საჭირო გახდება ფინანსურ საკითხებში გარკვევა, დღეს ამისთვის ძალზე ხელსაყრელი დროა. კარგი იქნება, თუ უახლოესი მომავლის ძირითად გეგმებს გაწერთ და განსაკუთრებულ ყურადღებას შემოსავალ–გასავლების გრაფებს დაუთმობთ. სასიყვარულო სფეროში პარტნიორთან გულახდილი იყავით, დაელაპარაკეთ მას იმაზე, რაც გაწუხებთ და არ შეგეშინდეთ, რომ ის ვერ გაგიგებთ.
სასწორი: დღეს ყველაფერში ლოგიკის დანახვა გსურთ, მაგრამ სამწუხაროდ, გარშემომყოფები ასეთ განწყობას ნაკლებად გაიზიარებენ. არაფერია სანერვიულო – მშვიდად გააკეთეთ თქვენი საქმე. დღეს წარმატებული იქნებით საქმეებში, რომლებიც თანმიმდევრულობასა და ლოგიკას მოითხოვს. სასიყვარულო ფრონტზე შესაძლებელი იქნება, რომ პარტნიორის მოსაზრება თქვენთან მიმართებით უკეთესობისკენ შეცვალოთ.
მორიელი: რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, გირჩევნიათ თქვენსა და ირგვლივ არსებულ სინამდვილეს შორის კედელი აღმართოთ. სამყარო თუნდაც შეიშალოს – თქვენ მაინც თქვენი საქმეების კეთებას გააგრძელებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში გახსოვდეთ, რომ პრობლემის გაცნობიერება მისი გადაწყვეტის ნახევარია. დაელაპარაკეთ მას, განიხილეთ პრობლემა, რომელიც გაწუხებთ. ამის შემდეგ თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: დღეს გექნებათ შოუს ორგანიზების შანსი. სხვა საკითხია, რა სანახაობა იქნება ეს – ლამაზი წარმოდგენა უამრავი მნახველით თუ ბანალური ოჯახური სცენა ჭურჭლის მტვრევითა და ხმამაღლა ლაპარაკით, ჩხუბით. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი არტისტული უნარები სათანადო სიმაღლეზე იქნება გამოყენებული. სამუშაოზე საქმე ძალიან კარგად წავა, თუ მუშაობის მკაფიო რიტმს აჰყვებით და სხვა საკითხებზე არ გადაერთვებით.
თხის რქა: დღის წესრიგში ორგანიზაციასთან და დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები დადგება. ის, რაც დადგენილ ნორმებში არ ეწერება, თქვენში უსიამოვნებას გამოიწვევს. თუ არ გინდათ, მორალისტის იარლიყი მიიწებოთ, არ ეცადოთ დღეს გარშემომყოფებისთვის ზნეობაზე ლექციების წაკითხვას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დღეს საკმაოდ პერსპექტიული (სასიყვარულო თვალსაზრისით) ნაცნობობა გელოდებათ...
მერწყული: კარგი იქნება, თუ დღეს მეგობრულ შეხვედრას მოაწყობთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებთ – სადმე წახვალთ, თუ სასაუბროდ შეიკრიბებით, მთავარია, რომ თემა იყოს საინტერესო. ასეთ შემთხვევაში მეგობრული ატმოსფერო და პოზიტიური ემოციები გარანტირებული გაქვთ, რაც ასე გჭირდებათ. სამსახურში თუ მოლაპარაკებები გაქვთ დაგეგმილი, იცოდეთ, რომ ის ძალიან კარგად ჩაივლის.
თევზები: დღეს კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. თუ უფროსობამ მაინც გამოგიძახათ „წითელ ხალიჩაზე", ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს თავიდან აირიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ურთიერთობა, დიდი ალბათობით, ძალიან ცუდად დამთავრდება. ახლობლების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ – შესაძლოა, ვინმეს თქვენი მხარში ამოდგომა სჭირდება.