თბილისში ზაქარია ფალიაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი ტარდება

Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში 3 აგვისტოს გაიმართება.
საღამოზე შესრულდება როგორც ნაწყვეტები ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“, ისე მისი რომანსები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: ელდარ გეწაძე, მარინა მაჩიტიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ლევან ტაბატაძე, ბაია გრიგოლია და სხვ.
კონცერტი გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.
საღამო 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.