მსოფლიო დღეს

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა

გემი RAZONI ოდესის პორტიდან ორშაბათს 09:20 საათზე გავიდა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა, იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშმცურავი, სიმინდით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდანდაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია, აღნიშნავენ უწყების წარმომადგენლები.
პირველ რეისს, რომლითაც უკრაინიდან მარცვლეული გაიტანეს, მოსკოვის, კიევის ანკარისა და გაეროს წარმომადგენლები ოთხშაბათს, 3 აგვისტოს შეამოწმებენ, განაცხადა მანამდე გამართულ ბრიფინგზე გაეროს გენმდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
უკრაინისპორტებიდან საკვებისა და მარცვლეულის უსაფრთხოტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას უკრაინამ, რუსეთმა და გაერომ 22 ივლისსმიაღწიეს.