თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შენობაში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შეშის ღუმელიდან გაჩნდა. ხანძარი ჯერ გარე პერიმეტრს მოედო, მოგვიანებით კი ცეცხლი სახლის სახურავზეც გავრცელდა. სრულად განადგურდა შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მერიის წარმომადგენლები. როგორც მათ აღნიშნეს, ზარალის შესწავლის შემდეგ მერიაში დახმარების ფორმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.