თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, სადაც სამების მგალობელთა გუნდმა ქართული კულტურა მაღალ დონეზე წარმოაჩინა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.