ყვითელი ამბები

მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში 4 აგვისტოს დაკრძალავენ. ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.
ყვითელი ამბები
„მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი...” - მამუკა ონაშვილს კოლეგები ემშვიდობებიან
მისი ინფორმაციით, ონაშვილის ცხედარი ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

„მამუკას დავკრძალავთ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, ტაძართან ახლოს“, – აღნიშნა ბესო ჩუბინიძემ.

მომღერალი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს ნატახტართან მეგობრებთან ერთად ავარიაში მოყვა.