ყვითელი ამბები

ჟერარ პიკე შაკირასგან 400 ათას ევროს და ბიზნეს-კლასით მგზავრობის დაფინანსებას მოითხოვს

Sputnik
როგორც ცნობილია, მომღერალ შაკირასა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს დაშორების შემდეგ მომღერალმა შვილების ამერიკაში წაყვანა გადაწყვიტა. თავიდან ამის გამო პიკე მას სასამართლოში უჩიოდა, ახლა კი ირკვევა, რომ ფეხბურთელი ამ მოცემულობას დათანხმდა, თუმცა მას თავისი პირობებიც აქვს.
ყვითელი ამბები
11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჟერარ პიკე შაკირას სასამართლოში უჩივის - დეტალები
პიკე ყოფილი ცოლისგან მოითხოვს, რომ ამერიკაში წელიწადში ხუთი ვიზიტი უზრუნველყოს თვითმფრინავის ბიზნეს-კლასით, ასევე პიკემ შაკირას ვალების დასაფარად 400 ათასი ევრო მოსთხოვა. თუ რა ვალზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
წყვილის დაშორების შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა.