დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 2 აგვისტოა, სამშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მარსიმფარველობს.
დღეს ბევრი რამ ძალიან ადვილად გამოვა, თითქოს თავისთავად, მაგრამ ეს მოდუნების საბაბს არ იძლევა. არ უნდა იფიქროთ, რომ ხვალაც ასე იქნება. არ აჰყვეთ ამ გრძნობას და სიზარმაცეს. თუ მოინდომებთ, დღეს მთების გადადგმას შეძლებთ. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომელსაც ეს დღე მოგცემთ – არ ინანებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>
ვერძი: თამამი და გაბედული უნდა იყოთ და წარმატებას ნებისმიერ საქმეში მიაღწევთ. ასევე უნდა შეასრულოთ თქვენი სიტყვა, მიცემული პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფუჭებთ ურთიერთობებსაც და კარმასაც. არ შეუშინდეთ მნიშვნელოვან და რთულ თემებზე საუბარს – ახლა შეგიძლიათ კომპრომისის მოძებნა ნებისმიერ თანამოსაუბრესთან.
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
კურო: შეებრძოლეთ რუტინასა და მოწყენილობას და შეეჭიდეთ იმ საქმეებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. ურთიერთობები თქვენს კარიერაზე იმოქმედებს – შესაძლებელია საინტერესო პარტნიორების გაცნობა, სპონსორების მოძებნა. კარგი დროა საკუთარ გეგმებსა და იდეებზე სასაუბროდ –თანამოსაუბრეებს შეუძლიათ კარგი რჩევების მოცემა.
ტყუპი: ერთ ადგილზე ჯდომა არ შეიძლება – აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ შეიცვალეთ გარემო, თანამოსაუბრეები, შეეჭიდეთ ახალ საქმეებს და დაეთანხმეთ შემოთავაზებულ წინადადებებს. კარგი იქნება შეცდომების გამოსწორება, ცხოვრების მოწესრიგება. თუ იზარმაცებთ, დამატებითი პრობლემებით დაისჯებით. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.
კირჩხიბი: დილით მუშაობის განწყობა არ გაქვთ, ამიტომ არ ღირს აჩქარება, ბევრი საქმის დახვავება. საქმეების გაკეთება დღის მეორე ნახევარში აჯობებს. მაგრამ თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ რამე სერიოზული, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი – ეს წარმატებასა და მოგებას მოგიტანთ. ასევე არას გარგებთ მოკრძალება და სიმორცხვე – დღეს მტკიცე და ჯიუტი მოქმედებებია საჭირო.
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები
ლომი: აქეთ–იქით კარგად მიმოიხედეთ – შეიძლება შესანიშნავი შესაძლებლობები დაინახოთ, მაგრამ ამ შესაძლებლობებს, სამწუხაროდ, ვარგისიანობის ვადა აქვს. მოასწარით და გამოიყენეთ ისინი. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის – შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც შემდეგ თქვენი მეგობრები გახდებიან. არ მოდუნდეთ არც საღამოს – დაისვენეთ აქტიურად.
ქალწული: საკითხები გუნდურად გადაწყვიტეთ, ითხოვეთ დახმარება ან რჩევა. ასევე მოუსმინეთ ინტუიციას – ის ეფექტურ და საინტერესო აზრს მოგაწოდებთ. ძალიან ცუდი იქნება ვინმეს გაკრიტიკება – შეიძლება კონფლიქტი აგორდეს ან კარგი ურთიერთობები გაიფუჭოთ. საღამოს განწყობის ამაღლება მცირე, მაგრამ სასიამოვნო შენაძენით შეგიძლიათ.
სასწორი: დადგა დრო, რომ თამამი იდეები რეალობად აქციოთ. ეცადეთ, მხარდამჭერთა გუნდი შემოიკრიბოთ, რომელიც დაგეხმარებათ, ირწმუნოთ საკუთარი თავი და რაღაცებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ. ცვლილებები პირად ფრონტზეც აუცილებელია – კმარა ურთიერთობების საკუთარი მხრებით ზიდვა, ენდეთ პარტნიორს და მოდუნდით.
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მორიელი: იაქტიურეთ და ეს ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებსა და ახალ ნაცნობობას მოგიტანთ. ასე რომ, წამოდექით და მთების გადადგმისთვის გაეშურეთ – ყველაფერი გამოგივათ. როდესაც მიუახლოვდებით ოცნებას ან მიზანს, ეცადეთ, რომ სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოთ. ამასთან, შესაძლოა სწორედ დღეს მიხვდეთ, როგორ გასწიოთ ეკონომია ან სწრაფად გამოიმუშაოთ დიდი თანხა.
მშვილდოსანი: დილით რაც არ უნდა ეცადოთ, თავს ვერაფერს აიძულებთ, ძალები მხოლოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება. ამიტომ საღამო ძალიან ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ – იმუშავეთ და გადაჭერით რთული საკითხები. შესაძლოა, შეძლოთ რამე საქმის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა, ამიტომ განეწყვეთ პოზიტიურად და მხოლოდ წინ იარეთ. საღამოს დასვენებისთვის დრო მოიტოვეთ.
თხის რქა: დღეს იმდენი ენერგია გაქვთ, რომ შეგიძლიათ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. თუ საკუთარი თავის რწმენა გექნებათ, მთების გადადგმას შეძლებთ. მოუსმინეთ ნათესავებისა და კოლეგების რჩევებს – ზოგიერთ მათგანს თქვენი ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია. არ დაივიწყოთ ახლობლებისთვის თქმა, რომ ისინი თქვენთვის ძვირფასი ადამიანები არიან.
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მერწყული: ტყვიაზე უსწრაფესად უნდა იმოქმედოთ, რომ იღბალი ხელიდან არ გაუშვათ. თუ შესაძლებლობას დაინახავთ, ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ, იმოქმედეთ. ასევე ყურადღებით იყავით ინფორმაციებისა და საუბრების მიმართ. ზოგიერთ სიახლეს განწყობის ამაღლება შეუძლია და ზოგიერთს – თქვენი კალაპოტიდან ამოგდება. კარგი იქნება, თუ ახლობლებს მეტ დროს დაუთმობთ.
თევზები: საქმე გასაკეთებელია, ამიტომ რაღაც პირად საქმეებზე უარის თქმა მოგიწევთ იმისთვის, რომ გააკეთოთ ის, რაც მოგეთხოვებათ. კარგი დღეა ვალის დასაბრუნებლად, მიცემული სიტყვის შესასრულებლად – ეს პასუხისმგებლობის ტვირთისგან გაგათავისუფლებთ. პირად ფრონტზე აჯობებს, თუ პარტნიორს მოერგებით და საკუთარ ინტერესებს უკანა პლანზე გადაწევთ.