თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, იუწყება РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, პელოსი ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
1997 წლის შემდეგ ეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ვიზიტია ტაივანში.
როგორც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ვიზიტი კუნძულზე დაარღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ზიანს მიაყენებს სამხედრო სფეროში ურთიერთობებს და გაამწვავებს სიტუაციას. მისი თქმით, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმია გულხელდაკრეფილი არ დააკვირდება ამას და აუცილებლად მიიღებს ზომებს, რათა საგარეო ჩარევა აღკვეთოს“.
გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა პელოსის ვიზიტზე საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა პეკინს მოუწოდა, თავი შეიკავოს „იარაღის ჟღარუნისგან“ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.