თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები დროებით მოძრაობას შეწყვეტენ. ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზის" ცხელ ხაზზე დაადასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეისები 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით შეჩერებულია როგორც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს, ისე საპირისპირო მიმართულებით. მოძრაობის შეზღუდვის მიზეზად ტექნიკური სამუშაოები დასახელდა.
მატარებლების ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 12 აგვისტოდან აღდგება.