ყვითელი ამბები

მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ჟურნალისტებს მისმა მკურნალმა ექიმმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა – მდგომარეობა მძიმეა
55 წლის ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა, ის თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ავარია 30 ივლისს მოხდა ნატახტართან, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
მომღერალი მეგობრებთან ერთად ნატახტარში, რესტორანში იმყოფებოდა. ავტომანქანის 22 წლის მძღოლი, რომელსაც ისინი დაეჯახნენ, ადგილზე გარდაიცვალა. მამუკას მანქანა გადაყირავდა. საჭესთან მომღერლის მეგობარი იჯდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ისიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.