ყვითელი ამბები

„ლიზა ჩიჩუა მთელ საძმაკაცოს გვაგიჟებს“ - გიორგი გილიგაშვილი

Sputnik
გიორგი გილიგაშვილი მძიმე სნეულების დამარცხების შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ოღონდ ცოტა განსხვავებულად – შეიცვალა მისი ადამიანური შინაარსიც და გარე სამყაროს აღქმაც. ბევრ რამეს ახლა კიდევ უფრო მეტად აკვირდება და უყურებს, თუმცა არსებობს ერთი მთავარი ფრაზა, რომელსაც საკუთარ თავს მაშინ ეუბნება, როცა მძიმე ფიქრებისკენ გაურბის გონება.
ყვითელი ამბები
„ვფიქრობდი - შემიძლია რომ შევიყვარო?“ - ირაკლი მაქაცარია ლიზა ჩიჩუაზე საუბრობს
გიორგი რამდენიმე დღის წინ ცნობილი წყვილის - ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ქორწილში იმყოფებოდა და ირაკლის მეჯვარეც იყო. კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ირაკლის ლიზას დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა, გიორგი ამბობს, რომ ლამის გული გაუსკდა.

„ლამის მეც გული გამისკდა. ვუთხარი კიდეც, მაქაც, ძმაო, გაჩერდი, თორემ გული გამისკდება–მეთქი. ეს ლიზა ხომ გვაგიჟებს მთელ საძმაკაცოს, ისეთი საოცარი გოგონაა. ჩემს ძმას, ჩემს მაქაცას ვუთხარი – ლიზას გამოჩენა იყო ჩემთვის კიდევ ერთი დასტური ჩემი დებისა და ჩემი ძმაკაცების მეუღლეების მერე, და განსაცდელის შემდეგ ქალის მშვენიერებაც და შინაარსიც სხვანაირად დავინახე – რომ, ჩემმა მზემ, არსებობს ის, რასაც ვეძებ და ვეტრფი. დიდი მადლობა ირაკლის და ლიზას, რომ მათმა წყვილმა ეს დამიდასტურა“, – ამბობს გიორგი.