მარნეულში ორი მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცები, რომლებიც ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებულ საკანალიზაციო ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების ჭიდან ამოყვანა მოხერხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.