თელავში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მეხანძრეები თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ.
ცეცხლი დღეს სახლის სახურავზე გაჩნდა, შემდეგ კი შენობას მოედო. სახლის პატრონმა მოასწრო დროულად შენობის დატოვება.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.
ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს, რა ფორმით დაეხმაროს დაზარალებულს.