საქართველოში ატენის სიონის ტაძარს აღადგენენ

ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება - ვითარებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო.
მინისტრი წულუკიანი მონასტრის მდგომარეობას გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო.
VII საუკუნით დათარიღებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშის, ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება.
ატენის სიონის ტაძარი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მეუფე ანდრიასა და ეპარქიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, გადაწყდა პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია.
ატენის სიონი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო. ტაძარი რამდენიმეჯერ არის გაძარცვული დამპყრობლების მიერ. შემოსევებს გადაურჩა 1080 წლით დათარიღებული კედლის წარწერები, ასევე შემორჩენილია ხანძრის კვალი - შაჰ-აბას I-ის ლაშქრობის დროს ტაძარში კოცონი დაანთეს.